მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის განმარტებით, პალესტინელები გენოციდის კონვენციით დაცულ ჯგუფს წარმოადგენენ. ამასთან, სასამართლოს შეფასებით, ღაზაში ვითარების შემდგომი გაუარესების სერიოზული რისკი არსებობს. ჰააგას წარმომადგენლობის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილების მიმართ ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად, საჭირო ზომების დაწესება აუცილებელია. გარდა ამისა, ჰააგამ, ისრაელის მოთხოვნა საქმის ზოგადი სიიდან ამოღების შესახებ უარყო. შეგახსენებთ, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება გენოციდთან დაკავშირებით არსებულ ბრალდებებს არ ეხება. სასამართლო საქმეზე გადაუდებელი ზომების გამოაცხადებასთან დაკავშირებით სამხრეთ აფრიკის მოთთხოვნაზე იყო ორიენტირებული.