თბილისში, ორბელიანის მოედანზე 20 წლის ნიკიტა აგიევის მკვლელობის საქმეზე 18 წლის პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განზრახ მკვლელობით ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების დროს, 20 წლის ბიჭს ცივი იარაღით სასიკდვილო ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.