ჰააგის სასამართლო ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს. მას 17 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია გამოიტანს. სარჩელი ისრაელის წინააღმდეგ საგანგებო ზომების მიღებას ითვალისწინებს. სამხრეთ აფრიკის მიერ მოთხოვნილ ზომებს შორის ისრაელის მიერ ღაზაში სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტაც შედის. სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება საქმის ძირითად - გენოციდთან დაკავშირებით არსებულ ბრალდებას არ ეხება. ამავდროულად, ისრაელის მხარე სასამართლოს საქმის დაუყონებლივ უარყოფას სთხოვს. ქვეყნის მთავრობის სპიკერმა აღნიშნა, რომ ისინი სასამართლოსგან ყალბი ბრალდებების გაუქმებას ელიან. ჰააგის სასამართლომ ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელის მოსმენა 11 იანვარს დაიწყო.