რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი სამედიცინო ცენტრი აშენდება. ამავდროულად, ქვეყნის მთავრობა კლინიკის თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს, თუმცა მედიკოსები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე და მრავალფუნქციური საუნივერსიტეტო კლინიკა უნდა აშენდეს, რომელიც პაციენტებს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს.