აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი ანგარიშს აქვეყნებს - რა წერია ანგარიშში და როგორ აფასებს პოლიტიკური სპექტრი - Palitra News

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი ანგარიშს აქვეყნებს - რა წერია ანგარიშში და როგორ აფასებს პოლიტიკური სპექტრი

2024-01-25 15:33:42+04:00

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს მმართველობისა და კანონის უზენაესობის კომპონენტებში ვარდნა აქვს. ინდექსში პირველ ადგილს მოლდოვა იკავებს, მეორე ადგილზე უკრაინა, ხოლო მესამეზე საქართველოა. ანგარიშს უკვე მოყვა პოლიტიკური შეფასებები. სახელისუფლებო გუნდის აზრით, ანგარიში ობიექტური არ არის, რაც იმითაა განპირობებული, რომ ის ქართული არასამთავრობო სექტორის შეფასებებს ეყრდნობა. დოკუმენტის შინაარსი გაიზიარა ოპოზიციამ.