“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ დღევანდელი მოცემულობით , ხელისუფლებას 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების თვალსაზრისით, კარგი სასტარტო პოზიცია აქვს, ოპოზიცია ალოგიკურად მიიჩნევს. ხელისუფლების ოპონენტები საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზეც საუბრობენ. მათი მტკიცებით, თუკი ოპოზიცია საზოგადოების პრობლემებითა და საჭიროებით მეტად დაინტერესდება, მისი გამარჯვების შანსები გაიზრდება.