იემენელი ჰუსიტები აცხადებენ, რომ ადენისა და ბაბ ალ-მანდაბის ყურეში ამერიკულ საბრძოლო გემებზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს - Palitra News

იემენელი ჰუსიტები აცხადებენ, რომ ადენისა და ბაბ ალ-მანდაბის ყურეში ამერიკულ საბრძოლო გემებზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს

2024-01-25 12:34:29+04:00

იემენელი ჰუსიტები აცხადებენ, რომ ადენისა და ბაბ ალ-მანდაბის ყურეში ამერიკულ საბრძოლო გემებზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს. ჰუსიტების სამხედრო სპიკერის თქმით, თავდასხმა იმ ხომალდებზე განხორციელდა, რომლებიც ამერიკულ კომერციულ გემებს იცავდნენ. თავდასხმის შემდეგ განცხადება გადამზიდმა კომპანია Maersk-მაც გაავრცელა. კომპანიაში აღნიშნეს, რომ მათი გემები დაზიანების შესახებ შეტყობინება მიიღეს.