ხარკოვში, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა გამო, უკრაინაში 25 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. 23 იანვარს, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა. უკრაინის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, ამ დროისთვის რუსეთის ტყვეობაში 8 000-ზე მეტი უკრაინელი იმყოფება და მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან. უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების ბოლო გაცვლა მიმდინარე წლის დასაწყისში მოხდა. 3 იანვარს სამშობლოში 230 უკრაინელი დაბრუნდა.