ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამხრეთ ღაზაში, ხან იუნისში მდებარე გაერო-ს თავშესაფარზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტს იძიებენ. ისრაელის თავდაცვის ძალებში გამორიცხავენ, რომ მომხდარი მათი ძალების საჰაერო ან საარტილერიო დარტყმის შედეგი იყო. გაერო-ს ინფორმაციით, ხან-იუნისის დასავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებას, რომელსაც 800-მდე ადამიანი თავს აფარებდა, ორი სატანკო ჭურვი მოხვდა, რის შედეგადაც სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 75 დაშავდა. ორგანიზაციის კომისარმა თავდასხმა ომის ძირითადი წესების აშკარა დარღვევად შეაფასა.