შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მიმართულებით რუსთავის მერია ახალ პროგრამებს იწყებს. მიმდინარე წლიდან, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს მერია, 20-ც თერაპიულ სეანსს დაუფინანსებს. 2024 წლიდან დაიწყო კიდევ ერთი ახალი პროგრამა, რომელიც საკურორტო მომსახურებას გულისხმობს. ასევე დაწყებულია, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა მშობლების მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ მომსახურების პროგრამაც. რუსთავის მერია აუტისტური სპექტრის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, სპორტულ და სახელოვნებო თერაპიების პროგრამების ამოქმედებასაც გეგმავს.