აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის მიხედვით, ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით მოლდოვა ლიდერობს, უკრაინა მეორე ადგილზეა, საქართველო კი მესამეზე. აღნიშნულ ანგარიშს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი აქვეყნებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს მმართველობისა და კანონის უზენაესობის კომპონენტებში ვარდნა აქვს. ანგარიშში მეოთხე ადგილზეა სომხეთი, სადაც დემოკრატიის უკანდახევის ნიშნები გაზრდილია. აზერბაიჯანი და ბელარუსი კი ყველაზე დაბალი ქულებით, მე-5 და მე-6 ადგილებს ინაწილებენ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის 2023 წლის გამოცემა 2021 წლის სექტემბრიდან 2023 წლის ნოემბრამდე მიღწეულ პროგრეს სამ თემატურ სფეროში აფასებს, მათ შორისაა დემოკრატია, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა.