ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ღაზაში მიმდინარე კონფლიქტისა და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხების განსახილველად ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა - Palitra News

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ღაზაში მიმდინარე კონფლიქტისა და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხების განსახილველად ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

2024-01-24 20:28:31+04:00

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ღაზაში მიმდინარე კონფლიქტისა და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხების განსახილველად ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. მანამდე, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ლიდერები თურქეთ-ირანის ბიზნეს საბჭოსაც უხელმძღვანელებენ და შესაძლოა, ხელი გარკვეულ შეთანხმებებსაც მოაწერონ. მედიის ინფორმაციით, იბრაჰიმ რაისი თურქეთში თავდაპირველად ნოემბერში უნდა ჩასულიყო, თუმცა მან ირანში განვითარებული მოვლენებისა და გარკვეული პრობლემების გამო, ვიზიტი ორჯერ გადადო.