უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა 24 იანვარს უნდა მომხდარიყო, მაგრამ ის ჯერაც არ მომხდარა. მისი თქმით, რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბელგოროდში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში შესაძლოა სამხედრო ტყვეები ყოფილიყვნენ, ჯერ კიდევ გადამოწმების პროცესშია. შეგახსენებთ, ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ ბორტზე 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა.