„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 იანვარს 06:00-დან 06:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს მცხეთის რაიონის და თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მუხათწყარო, ნაფეტვრები, თხინვალა, ლისი, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ.
„11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ქსანი, ძველი ქანდა, ციხისძირი, არაშენდა, გალავანი, შანკევანი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ, ხოლო 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანსა და ავჭალაში შეეზღუდებათ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.