Sky News-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი ისრაელს ეწვევა. კამერონი კოლეგას, ისრაელ კაცის, პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ომის კაბინეტის წევრებს შეხვდება. ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, რამალაში, პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასსაც ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, კამერონი, ბენიამინ ნეთანიჰუს მოუწოდებს, რომ ღაზის სექტორისთვის წყლის, ელექტროენერგიისა და საწვავის მიწოდება აღადგინოს, მაჰმუდ აბასთან შეხვედრისას კი ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიმართ, დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერას დაადასტურებს. ისრაელის გარდა კამერონი ოფიციალურ შეხვედრებს თურქეთსა და კატარშიც გამართავს.