საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ფეხბურთისა და კალათბურთის ფედერაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა - Palitra News

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ფეხბურთისა და კალათბურთის ფედერაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

2024-01-24 14:51:48+04:00

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ფეხბურთისა და კალათბურთის ფედერაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმი საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ასევე ქართული ფეხბურთისა და კალათბურთის განვითარებას ისახავს მიზნად. ურთიერთთანამშრომლობა ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სპორტულ აქტივობებში ჩართულობას, ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას და სპორტულ ღონისძიებებზე უსასყიდლოდ დასწრების ორგანიზებას.