რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. გენშტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, ოკუპანტებმა უკრაინაზე 48 სარაკეტო და 112 საჰაერო იერიში მიიტანეს, ზალპური სისტემებიდან კი ქვეყანას თავს 73-ჯერ დაესხნენ. ფრონტის ხაზზე ჯამში 56 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსული ძალების იერიშების შედეგად დაღუპული და დაჭრილია მშვიდობიანი მოსახლეობა. უწყების ცნობით, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. კიევში, ხარკოვსა და პავლოჰრადში 200-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა განადგურდა ან დაზიანდა. განსაკუთრებით მძიმე ვითარება, უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთშია. უწყების ცნობით, დიდია მტრის დანაკარგებიც. უკრაინული თავდაცვა ოკუპანტების სტრატეგიულად მნიშვნელოვან უბნებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს. გუშინ რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქები დაბომბეს, შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 120-ზე მეტი კი დაშავდა.