მოძრაობა ხალხი ძალა მორიგ წერილში გლობალური ომის პარტიის არსებობაზე საუბრობს. მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წინასაარჩევნოდ შესაძლოა საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ სპექტრში ვიხილოთ. ხალხის ძალის წევრები არ გამორიცხავენ, ზურაბიშვილის ლელოსთან გაერთიანებას. საკითხს ოპოზიციონერი დეპუტატები დილიდან გამოეხმაურნენ. რა განცხადებები კეთდება თემის ირგვლივ.