ნათელია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის მიერ ნიუ-ჰემფშირის პრაიმერიზში გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„ახლა ნათელია, რომ დონალდ ტრამპი რესპუბლიკელების კანდიდატი იქნება. ჩემი გზავნილი არის ის, რომ ახლა ჩვენი დემოკრატია, ჩვენი პირადი თავისუფლებები - არჩევანის თავისუფლებიდან ხმის მიცემის უფლებამდე, ჩვენი ეკონომიკა, რომელმაც კოვიდ-19-ის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი აღდგენა განიცადა, ყველაფერი სასწორზეა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ნიუ-ჰემფშირის შტატში, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის გამართულ პრაიმერიზში აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.