საქართველოს პროკურატურამ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისთვის, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, ,,ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, გამოძალვის და გამოძალვაში დახმარების ფაქტებზე, 5 პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ფინანსურ დავასთან დაკავშირებული საკითხის გადასაწყვეტად ,,ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერს მიმართა. ბრალდებულებმა „ქურდულ შეკრებაზე“, რომელსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ, ერთ პირს მეორის სასარგებლოდ, განსაზღვრულ დროში თანხის გადახდა დააკისრეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პირადი ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.