დიდი ბრიტანეთი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს , - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.
„ჩვენს ხელთ არსებულ ყველაზე ეფექტურ საშუალებებს გამოვიყენებთ, რათა ფინანსურ რესურსებზე „ჰუსიტების“ წვდომა შევზღუდოთ, რომლებსაც ისინი ამ თავდასხმების დასაფინანსებლად იყენებენ.
ჩვენ ამ საკითხზე აშშ-თან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და უახლოეს დღეებში ახალი სანქციების გამოცხადებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
რიში სუნაკმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი მიმდინარე კვირაში ახლო აღმოსავლეთს ეწვევა.