თბილისის საკრებულოს სხდომა დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს.ოპოზიცია “ქართულ ოცნებას” თბილისის ჩაბეტონებასა და ქალაქისათვის საზიანო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ქარხნის ნაცვლად, მრავალსართულიანი კორპუსების აშენება იგეგმება. მათი მტკიცებით, ამ სქემის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. დღეს საკრებულოში მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირები გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის დამტკიცების თაობაზე უნდა იმსჯელონ.