ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, რომლითაც 300 თანამდებობის პირის, მათ შორის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაციას შეამოწმებენ, კრიტიკის თემა გახდა ოპოზიციურ სპექტრში. ოპოზიციის წარმომადგენლები ელიტური კორუფციის არსებობაზე საუბრობენ , და ამბობენ რომ სისტემური რეფორმებია საჭირო. მმართველი გუნდი კი ოპოზიციას ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გავრცელებაში ადანაშაულებს.