აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და რუსეთი გასულ წელს საქართველოს მთავარი ექსპორტიორები გახდნენ. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები. კერძოდ, საქსტატის ცნობით, 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან სულ 6 მილიარდ 90 მილიონ დოლარზე მეტი ექსპორტი განხორციელდა, რაც წლიურად 9.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. როგორც უკვე გითხარით, ექსპორტის მიხედვით, საქართველოს მთავარი პარტნიორი ქვეყნები არიან აზერბაიჯანი, რომელთანაც ექსპორტის წლიური ზრდა 28.2%-ით გაიზარდა; სომხეთი - 34.7% წლიური ზრდით; ყაზახეთი, სადაც ერთი წლის განმავლობაში ექსპორტი 195.2%-ით გაიზარდა; და ყირგიზეთი რეკორდული 642%-იანი ზრდით. ტოპ ათეულში არიან ასევე რუსეთი, თურქეთი, ჩინეთი, ბულგარეთი, უზბეკეთი და უკრაინა, სადაც ყველა სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ექსპორტი დაახლოებით 4%-ით შემცირდა. შედარებისთვის გეტყვით, რომ 2022 წელს, მონაცემებით, საქართველოს მთავარი ექსპორტიორი ქვეყნების ათეული ჩინეთით იწყებოდა, შემდეგ პოზიციებს კი იკავებდნენ აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი, თურქეთი, ბულგარეთი, აშშ, ყაზახეთი, უკრაინა და პერუ.