ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას ღაზაში აბსოლუტურ გამარჯვებამდე, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ძალებმა გუშინ, სახმელეთო შეტევის დაწყებიდან ყველაზე დიდი ადამიანური დანაკარგი განიცადეს.
„გუშინ ჩვენ განვიცადეთ ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე ომის დაწყების შემდეგ. ჩვენი გმირების სახელით, ჩვენი სიცოცხლის გულისთვის, არ შევწყვეტთ ბრძოლას აბსოლუტურ გამარჯვებამდე“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში აფეთქების შედეგად ორი შენობა ჩამოინგრა, რასაც 21 ისრაელელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.