თბილისის საკრებულოში ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ წევრები ანტიკორუფციული კომისიის შექმნას ითხოვენ. მათი მოსაზრებით, დედაქალაქში კორუფცია კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. ამის მაგალითად ისინი წერეთლის გამზირის დაგვიანებულ რეაბილიტაციას ასახელებენ. როგორც თბილისის საკრებულოში პარტია „საქართველოსთვის“ წევრები აღნიშნავენ, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას დაუკავშირდა, თუმცა მიუხედავად ამისა, “ქართული ოცნება” ანტიკორუფციული კომისიის შექმნას ეწინააღმეგება. თავად საკრებულოს უმრავლესობის წევრები ანტიკორუფციული კომისიის შექმნის საფუძველს ვერ ხედავენ. მათი განცხადებით, თბილისის საკრებულოში უკვე არსებობს სარევიზიო კომისია, რომელმაც თბილისის მუნიციპალურ სამსახურებში არსებული დარღვევები უნდა აღმოაჩინოს.