ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში 10 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ჯარისკაცები ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მომხდარ ძლიერ აფეთქებას ემსხვერპლნენ, რომლის დროსაც ორი შენობა ჩამოინგრა.
აფეთქება, სავარაუდოდ, მაშინ მოხდა, როდესაც შენობას, სადაც ნაღმები იყო განთავსებული, სარაკეტო ყუმბარა ესროლეს.
თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რაოდენობა 208-მდე გაიზარდა.