ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში, დაჯგუფება „ჰუსიტების“ ობიექტებზე ერთობლივი საჰაერო თავდასხმების ახალი სერია განახორციელეს. პენტაგონის ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში რვა სამიზნე დაარტყეს, მათ შორის მიწისქვეშა საცავსა და „ჰუსიტების“ სარაკეტო და სათვალთვალო შესაძლებლობებს. შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ცდილობდნენ ვაჭრობის თავისუფალი გადაადგილება დაიცვან. განცხადების თანახმად, დარტყმები განხორციელდა ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით. ბოლო კვირების მანძილზე, ეს აშშ-ის მიერ იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე განხორციელებული მერვე დარტყმა და მათ წინააღმდეგ აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მეორე ერთობლივი ოპერაციაა.