პროკურატურამ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდებულმა ინტერნეტ სივრცეში ავტომანქანების ჩამოყვანის თაობაზე ყალბი განცხადებები განათავსა, მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმა და შერჩეული ავტომანქანების მესაკუთრეთათვის გადაცემის ვალდებულებაც აიღო. ამ გზით ის 653-ი ათას ლარზე მეტ თანხას დაეუფლა, რის შემდეგაც მიიმალა. ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.