20 აპრილიდან თბილისის აეროპორტში ოპერირებას Transavia დაიწყებს. ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კვირაში 2-ი სიხშირით განახორციელებს. ამ მიმართულებით ბილეთები უკვე გაყიდვაშია. Transavia ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 1966 წლიდან მუშაობს.