პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა. აბდულლა ნასსერ ლუთამ ირაკლი ღარიბაშვილი, გაერთიანებული საამიროების პრემიერის სახელით, მმართველობის საკითხებზე მსოფლიო სამიტზე მიიწვია. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მზადაა ეს პლატფორმა პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებისთვის გამოიყენოს. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ბოლო წლებში მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა. აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ყურის ქვეყნებთან პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებით.