აწარმოებს თუ არა პარტია "საქართველოსთვის" მოლაპარაკებებს სხვადასხვა ოპოზიციურ ძალებთან - ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მისი პარტია გაერთიანებას არავისთან გეგმავს და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ის აცხადებს, რომ მისი პარტიის გარშემო საუბრები მხოლოდ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შიშზე მიუთითებს.