გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ბერლინში, სურსათისა და სოფლის მეურნეობის გლობალური ფორუმის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილება . თენგიზ ნასარიძე ასევე ფორუმის ფარგლებში გამართულ რიგით მე-16 მინისტრიალსაც დაესწრო .ფორუმს 60-ზე მეტი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრები და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი დონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.