გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ბერლინში, სურსათისა და სოფლის მეურნეობის გლობალური ფორუმის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილება. თენგიზ ნასარიძე ასევე ფორუმის ფარგლებში გამართულ რიგით მე-16 მინისტრიალსაც დაესწრო. ფორუმს 60-ზე მეტი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრები და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი დონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია ერთობლივი ძალისხმევა, რათა გადაილახოს დღეს არსებული გამოწვევები, გაუმჯობესდეს პროდუქტიულობა და მსოფლიოში შიმშილის აღმოფხვრას ხელი შეეწყოს.