ადამიანის უფლებათა ცენტრმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიში” გამოაქვეყნა. დოკუმენტი გასული წლის განმავლობაში აქციების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ უფლებადარღვევებსა და მთავარ გამოწვევებს მიმოიხილავს. ანგარიშის თანახმად, შეკრების თავისუფლების რეალიზაციისას კვლავ პრობლემურია აქციის მშვიდობიანად ჩატარებისთვის შესაბამისი ზომების მიღება და დაკავებული პირების უფლებების სათანადოდ დაცვა. აღნიშნული ანგარიში ეროვნული კანონმდებლობის დარღვევებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობის შემთხვევებს წარმოაჩენს.