22 იანვრის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიას Shahed-136/131 ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საჰაერო ძალების ცნობით, დრონები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, კერძოდ, პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვეს.
„რვავე „შაჰედი“ განადგურდა უკრაინის საჰაერო ძალებისა და თავდაცვის ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებისა და მობილური საცეცხლე ჯგუფების მიერ“, - ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს მიკოლაივის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის ოლქებში.