რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა, სადაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. მათივე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გაეროში, სავარაუდოდ, 22-დან 24 იანვრამდე გაგრძელდება. ლავროვი მონაწილეობას გაეროს უშიშროების საბჭოს ყოველკვარტალურ ღია დებატებშიც მიიღებს, რომელზეც განხილვის თემა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და პალესტინის საკითხი იქნება. ლავროვი, უშიშროების საბჭოს სხდომასაც დაესწრრბა, რომელზეც უკრაინის საკითხები განიხილება. მისმა მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან არანაირ კონტაქტს არ გეგმავს.