თელ-ავივში ათასობით დემონსტრანტმა საპროტესტო აქციები გამართა - რას მოითხოვენ - Palitra News

თელ-ავივში ათასობით დემონსტრანტმა საპროტესტო აქციები გამართა - რას მოითხოვენ

2024-01-21 13:57:46+04:00

თელ-ავივში ათასობით დემონსტრანტმა საპროტესტო აქციები გამართა და მთავრობას მოუწოდა, მეტი გააკეთოს ღაზის სექტორში დარჩენილი 130-ზე მეტი მძევლის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად. აქციების მონაწილეები მოითხოვდნენ ღაზაში ბრძოლების შეწყვეტას და “ჰამასთან” მძევლების დაბრუნების მიზნით, შეთანხმების მიღწევას. ამასთანავე, თელ-ავივსა და იერუსალიმში საპროტესტო აქციები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნითაც გაიმართა.