გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს. უწყების ცნობით, 23 იანვრამდე მოსალოდნელია გარემო პირობების გაუარესება. კერძოდ, საქართველოს მთიან რეგიონებში ნავარაუდევია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი ნალექი, ქარბუქი, ნისლი და გზებზე ლიპყინული. გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.