ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის მიმართულებით ფრენა, ცრუ შეტყობინების გამო შეფერხდა. მოქალაქეების ინფორმაციით, აეროპორტში ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა, რის გამოც აეროპორტის თანამშრომლებსა და მგზავრებს შენობა დაატოვებინეს. გამნაღმველები ორი საათის განმავლობაში აეროპორტის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები. ინფორმაცია ნაღმის არსებობის შესახებ არ დადასტურდა.