საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი კვლავ აქტუალურია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. აღნიშნულ საკითხზე ხელისუფლების ოპონენტებში აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი თვლის რომ ექსპრეზიდენტი პრივილეგირებულ მდგომარეობაშია და ის პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ. მმართველ გუნდში კი ამბობენ რომ სააკაშვილი კლინიკაში იქნება თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამას ექიმები და პენიტენციური სისტემა გადაწყვეტს.