„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტს ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებაში არაერთგვაროვნად აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ჩინეთთან ურთიერთობის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, თუმცა კომუნისტურ სახელმწიფოსთან იდეოლოგიურ თანხვედრას ვერ ხედავენ და “ქართულ ოცნებას” საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანებაში ადანაშაულებენ. ირაკლი კობახიძისა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლების ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 6 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.