სირიაში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად სავარაუდოდ, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ოფიციალური პირი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დამასკოში, მრავალსართულიან შენობაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად, რომლის უკან, სავარაუდოდ, ისრაელი დგას, ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. სირიის სახელმწიფო მედია დამასკოში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს. გავრცელებულ ინფორმაციას ისრაელი ჯერჯერობით არ ადასტურებს.