პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელ ბექა მინდიაშვილს ეკლესიასა და მრევლზე დეზინფორმაციულ თავდასხმაში ადანაშაულებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბექა მინდიაშვილი USAID-ის ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, აქვს მოლოდინი, რომ USAID-ის ხელმძღვანელობა მალე გაერკვევა ამ საკითხში და ის როგორც ამერიკელი, ისე ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს. ამასთან პარლამენტის თავმჯდომარე სხვა დონორებსაც მიმართავს და აცხადებს, რომ საზოგადოება უკვე მერამდენედ დარწმუნდა, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის თაობაზე კანონმდებლობის არარსებობის პირობებში, მსგავსი ფაქტები საზოგადოებისთვის მხოლოდ პერიოდულად და შემთხვევით ხდება ცნობილი.