საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის საკითხვი კვლავ აქტუალურია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პუტინის პირადი პატიმარია და ქართველ ხალხს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ხელისუფლების ოპონენტებში აზრთა სხვადასხვაობაა მიხეილ სააკაშვილი ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა. თემაზე მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.