„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დასრულდა. დელეგაციის წევრები შანხაის ახალი, ლინ-განგის რაიონში მდებარე თავისუფალი ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელს შეხვდნენ და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. კობახიძის ჩინეთში ვიზიტს კრიტიკულად აფასებენ ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ურთიერთობისა და თანამშრომლობის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, თუმცა ამტკიცებენ რომ დემოკრატიული სახელმწიფო კომუნისტურ ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობას არ უნდა განიხილავდეს.