საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის რეზიდენციაში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის ეზოში ხანძარი დილით გაჩნდა და მისი ლოკალიზება სწრაფად მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე 24 მეხანძრე და შვიდი მაშველი მუშაობდა.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.