ჯო ბაიდენი - ნეთანიაჰუ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას არ ეწინააღმდეგება - Palitra News

ჯო ბაიდენი - ნეთანიაჰუ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას არ ეწინააღმდეგება

2024-01-20 10:47:12+04:00

ნეთანიაჰუ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას არ ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ჯო ბაიდენმა, ჟურნალისტების შეკითხვას, შეუძლებელია თუ არა ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა, სანამ ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, უპასუხა, რომ „არა, არ არის“.

გუშინ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოებრიობას ეწინააღმდეგება, რადგან იგი ისრაელის უსაფრთხოების გარანტიას არ იძლევა.

„ვფიქრობ, ჩვენ რაღაცის მოფიქრებას შევძლებთ. ვფიქრობ, არსებობს გზები, რომლითაც ამან შეიძლება იმუშაოს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.