ჩინეთში, სკოლის საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ცენტრალური ჩინეთის, ხენანის პროვინციის ქალაქ ნანიანთან ახლოს მდებარე სოფელ იანშანპუში სკოლის საერთო საცხოვრებელში ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა ხანძარი სწრაფად ჩააქრეს და დაშავებული მე-14 პიროვნება ხანძრის შედეგად მიღებული დაზიანებების სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სკოლის ხელმძღვანელი სამართალდამცავებმა დააკავეს.