უკრაინის თავდაცვის ძალებმა ავდიივკას მიმართულებით რუსების მიერ განხორციელებული 33 შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის ფრონტის ხაზზე 103 შეტაკება მოხდა. სულ, რუსებმა უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 59 შეტევა და 23 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 7 დრონიდან 4 ჩამოაგდეს.